სასწავლო პროექტი


პროექტის  თემა – ადამიანი და სამყარო.

პროექტის მიზანი  – დავიცვათ ბუნება.

მოსწავლეთა ასაკი – 8–9 წელი.

საჭირო რესურსები – სახელმძრვანელო, ფორმატი, ფურცლები, მოსწავლეთა მიერ შერჩეული ნებისმიერი სახატავი მასალა.

პროექტის ხანგძლივობა _  2– დღე

პროექტის მსვლელობა:
  • თემის გაცნობა:
  • ჯგუფის შექმნა    შერჩევის პრინციპით
  • რით არის ეს პროექტი აქტუალური
  • პროექტის გეგმის შემუშავება

აქტივობის  განხორციელება: პროდუქტის  მომზადება
როგორ დავიცვათ ბუნება?
როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას ადამიანისათვის?
რა ეკოლოგიურ  პრობლემას ვაწყდებით ბუნებაში?
როგორ ვიხსნათ დედამიწა გლობარული დათბობისაგან?
  • პროექტი მოიცავს  ორ დავალებაზე მუშაობას: ბუნების მშვენიერების ამსახველი სურათის შექმნა, ქაღალდის პლასტიკით და აპლიკაციით.

 ნუსხის შედგენა, თუ როგორ დავიცვათ ბუნება. სასურველია დავუთმოთ  5–10 წუთი.
იწყება მსჯელობა თუ  როგორ უნდა მოექცნენ  ადამიანები, რომ არ დააზიანონ,  დაიცვან და გადაარჩინონ ბუნება.
  •  მოსწავლეები ჯგუფურად მსჯელობენ, აკეთებენ ჩანაწერებს,

მასწავლებლის მითითებით ეძლევა 2 –3 წუთი, რომლის ამოწურვის თანავე თითოეული  ჯგუფის   ლიდერი ან წევრი  აცნობს ამხანაგებს მათ მიერ  შემუშავებულ  ვერსიებს.
მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ ერმანეთს, შეიძლება  ახალი იდეებიც გაუჩნდეთ.  მოსწავლეები გამოთქვამენ  თავიანთ მოსაზრებებს   შეძლებენ თუ არა გლობარული დათბობის შეჩერებას.  მსჯელობენ  როგორ გადაარჩინონ ტყე გაჩეხვისაგან,   გარემო დაბინძურებისაგან.
  • აკეთებენ ჩანახატს  გაჩეხილი ტყე.
  • აწყობენ ექსკურსიას ახლო მდებარე ტყეში და რგავენ ნარგავებს   გაჩეხილი ხეების  ადგილას.
  • ვიყენებთ კომპიუტერს, ინტერნეტს   სადაც ბუნების ამსახველი სურათებია.
  •  პროექტის დროს ხდება მოსწავლეთა დაახლოება. უნარ–ჩვეების განვითარება.
  • უყალიბდებათ  ბუნების მიმართ  პოზიტიური დამოკიდებულება ფანტაზიის უნარი.


 საგანთან  კავშირი _ ბუნება, ხელოვნება.

პროექტის ხელმძღვანელი _ ნინო ელიაძე

 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა _ ninoeliadze@gmail.com